დღის ამბები

სასამართლო დავა ჯონი დეპმა მოიგო

სასამართლო დავა ჯონი დეპმა მოიგო

ცილისწამების საქმეზე მიმდინარე ექვსკვირიანი სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. ჰოლივუდის მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ასევე მსახიობს ემბერ ჰერდის ნაფიცმა მსაჯულებმა დეპის სასარგებლოდ, მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო, 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო თავად ჯონი დეპს ჰერდის მისამართით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა.

ვირჯინიაში, სასამართლოს შენობასთან, ჯონი დეპის თაყვანისმცემლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ემბერ ჰერდმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით გულგატეხილია.

„იმედგაცრუებას, რომელსაც დღეს განვიცდი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. გული მწყდება, რომ მტკიცებულებათა დიდი რაოდენობა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ჩემი ყოფილი მეუღლის არაპროპორციულ ძალასა და გავლენას შევწინააღმდეგებოდი“- აღნიშნა ჰერდმა.

მისივე თქმით, ის კიდევ უფრო იმედგაცრუებული იმით, თუ რას ნიშნავს ეს განაჩენი სხვა ქალებისთვის.

„ვწუხვარ, რომ ეს საქმე წავაგე. მაგრამ მე კიდევ უფრო სევდიანი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ დავკარგე უფლება – ვისაუბრო თავისუფლად და ღიად, რომელიც მეგონა, როგორც ამერიკელს მქონდა“, – დასძინა დეპის ყოფილმა მეუღლემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close