სამართალი

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. ბაზრობის მიმართულებით შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორეაგირე ჯგუფები და დაიწყეს ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ღია სივრცეში არსებულ მეორად საბურავებზე და ნარჩენებზე. არსებობდა ცეცხლის გვერდით მდებარე სასაწყობე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის, ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება“, – აღნიშnულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 15 ჯგუფი მუშაობდა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close