ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე – სახელმწიფო ვალის საკითხზე შემუშავებული რეკომენდაციები ვალის მართვის სტრატეგიის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება

ირაკლი კოვზანაძე - სახელმწიფო ვალის საკითხზე შემუშავებული რეკომენდაციები ვალის მართვის სტრატეგიის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება

საქართველო პანდემიას ფისკალური დისციპლინის თვალსაზრისით კარგად მომზადებული შეხვდა, ამავდროულად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან რესურსების მოზიდვა უმოკლეს დროში განხორციელდა. სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც უარყოფითად აისახა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით” საკითხზე შემუშავებული დოკუმენტი განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა კომიტეტის თავმჯდომარემ თემატური ჯგუფის ძირითად მიგნებებზე და რეკომენდაციებზე გაამახვილა ყურადღება

„თემატური მოკვლევის ჯგუფის თითქმის ოთხთვიანი სამუშაო პროცესი დასრულებულია, შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელიც ვალის მართვის სტრატეგიის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მიმდინარე წლის თებერვალში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრები არიან დეპუტატები: ირაკლი კოვზანაძე, პაატა კვიჟინაძე, რომან გოცირიძე, გოგი მეშველიანი, რიმა ბერაძეგიორგი ვაშაძეირაკლი ზარქუაირაკლი მეზურნიშვილი.

„სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით“ საკითხზე შემუშავებული დოკუმენტი, რეკომენდაციებთან ერთად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close