საზოგადოება

McHappy Day-ს კამპანიის ფარგლებში ბავშვთა დღის აღსანიშნავად „მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებები მოუწყო

McHappy Day-ს კამპანიის ფარგლებში ბავშვთა დღის აღსანიშნავად „მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებები მოუწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყოველწლიური ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია McHappy Day-ს ფარგლებში „მაკდონალდს საქართველო“ ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მათი საყვარელი ჰეფი მილებით [EB1] და ორინჯ ბოულის ნატურალური წვენით გაუმასპინძლდა.

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარმა ბავშვებმა „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ სხვა სახალისო აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის სახის მოხატვაში, ბუშტებით თამაშში და სხვა.

კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღანელის ალექსანდრე შენგელიას თქმით, McHappy Day-ს წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია „გაუფერადე ცხოვრება ბავშებს“ და დღევანდელი დღის აქტივობებიც ამ პრინციპს ეფუძნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close