სპორტი

მკლავჭიდელი გიორგი ქოროღლიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

მკლავჭიდელი გიორგი ქოროღლიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

მკლავჭიდელი გიორგი ქოროღლიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპის ჩემპიონატი პოლონეთში, ქალაქ რუმიაში ჩატარდა, სადაც წარდგენილი 17 ქვეყნიდან საქართველომ ორივე ხელის შეჭიდებაში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ქართველი მკლავჭიდელი ქვეყანაში ორი ოქროს მედლით ბრუნდება.

მკლავჭიდის ჩემპიონატი 26 მაისს დაიწყო და დღეს, 30 მაისს სრულდება. საქართველოს სახელით მკლავჭიდის გუნდმა 4 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ოთხიდან ორი ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ქოროღლიშვილი, დანარჩენი ორის მფლობელები კი, ქართველი პარამკლავჭიდელები გახდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close