საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ ივნისს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსი და მზეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმს. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.

ნალექიანი დღეა ნავარაუდები ბორჯომში, სადაც დღისით +29, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმს. +31 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი.

გუდაურში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +17, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიაი დღეა ნავარაუდევი, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +34 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close