დღის ამბები

ასლან გაურგაშვილი დაუწერელი კანონის მსხვერპლნი

არაერთი ისტორია და ამბავი მოგვიყოლია ჩვენი მკითხველისთვის. ბევრი ალბათ უცხოა ბევრიც ნაცნობი.
დაუწერელი კანონის სიმკაცრე ყოველ დღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს საქართველოს მთიან რეგიონებში. განსაკუთრებით კი პანკისი ხეობაში.
დღეს ასლან გაურგაშვილის და მისი ოჯახის რთულ მდგომარეობაზე უნდა მოუყვეთ ჩვენს მკითხველს.
რამდენიმე თვის წინ ასლანი ავტომობილით მგზავრობდა, საჭესთან მყოფს კანონი არ დაურღვევია, სავსებით ფხიზელ მდგომარეობაში საკუთარი გზით მიდიოდა. მისი თანამგზავრი ქალბატონი შეუძლოდ იყო და როგორც ცნობილია სწორედ ეს გოგონა გადაჰყავდა საავადმყოფოში.
მოულოდნელად ცხენის ურემს შეეჯახა. ავარიის შედეგად ცხენი ადგილზე გარდაიცვალა და ურემზე მყოფი პიროვნება კი დაშავდა. სამწუხაროდ დაშავება იმდენად მძიმე იყო რომ იგი ხეიბრად დარჩა და დღემდე ეტლით გადაადგილდება.
დაზარალებულის ოჯახმა და ხანგოშვილების გვარმა ასლანს ვენდეტა გამოუცხადა და სისხლის აღება გადაწყვიტა.
მაშინ როცა მსოფლიო ცივილიზაცია პიკზეა, პანკისი ხეობაში უხუცესთა საბჭო ადამიანების სიცოცხლეს ისე განიხილავს როგორც არაფრის ფასი.
დღეს ასლანის ბავშვები ვერც ბაღში დადიან ოჯახის უფროსი წევრები მეჩეთში სალოცავადაც ვერ მიდიან მხოლოდ იმის შიშით რომ ხანგოშვილების გადაწყვეტილებით ასლანიც ისე უნდა დარჩეს ეტლში შეზღუდული შესაძლებლობის პირად როგორც დაზარალებული.
ამ დროს რა შეიძლება მოხდეს ? სახელმწიფო შეძლებს კი დაიცვას ასლანის და მისი ოჯახის სიცოცხლე ?
სამწუხაროდ ასლანი არ არის პირველი ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია რამდენად მკაცრია პანკისი ხეობაში არსებული წესები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close