Home დღის ამბები NATO-ს 100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი მზადყოფნაში მოჰყავს

NATO-ს 100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი მზადყოფნაში მოჰყავს

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნატოს სურს მიიღოს დამატებითი ზომები შეკავების გაზრდის მიზნით. 100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი მოყვანილია სრულ საბრძოლო  მზადყოფნაში, განაცხადა ხუთშაბათს ბრიუსელში გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. “ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ განახლებული მონდომებით და კიდევ უფრო დიდი ერთიანობით”, – განაცხადა ნორვეგიელმა ნატოს ელჩების კრიზისული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე უნდა გაძლიერდეს ჯარები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ”მეტი (ჯარისკაცი-რედ) გაიგზავნება  უახლოეს დღეებსა და კვირებში”, – უთხრა  მან ჟურნალისტებს.

თუმცა, უკრაინაში, რომელიც არ არის სამხედრო ალიანსის ნაწილი, ჯარები არ გაიგზავნება. „ჩვენ არ ვგეგმავთ ნატოს ჯარების გაგზავნას უკრაინაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. „ჩვენ რაღაც თავდაცვითს ვაკეთებთ.“ -დასძინა მან.

ნატომ ასევე გაააქტიურა თავდაცვის გეგმები, რათა შესაძლებელი იყოს  ჯარების უფრო სწრაფი გადაადგილება.

ამასთან, პარასკევს 30 წევრი ქვეყნის საგანგებო სამიტი მოიწვიეს. სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები ერთმანეთთან ვირტუალურად შეხვდებიან, მათ შორის შვედეთისა და ფინეთის არაწევრი სახელმწიფოები.

“ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა შეირყა”, – თქვა სტოლტენბერგმა. მისვე თქმით, რუსეთი ცდილობს ძალის გამოყენებას ისტორიის გადასაწერად და უკრაინისთვის  თავისუფალ და დამოუკიდებელ გზაზე უარის სათქმელად.