პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 30 მეტრში საქონლის ფარდულს და ხმელ ბალახის საბრძელს უკიდია. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივები ცდილობდნენ, მაგრამ ამ დრომე ვერ შეძლეს.
როგორც „მთავარი ამბები კახეთს“ პანკისის მკვიდრმა ამირან დუიშვილმა უთხრა, ცეცხლი რომელიც მისი დედის საცხოვრებელი სახლის მახლობლად გაჩნდა ახლა უკვე ტყისკენ მიიწევს. სოფელ წინუბანში უკვე გამოიძახეს სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ადგილობრივები ამ წუთებშიც ცდილობენ, რომ ხანძარი არ გავრცელდეს და ცეცხლმა ტყის პირამდე ან სახლებამდე ვერ მიაღწიოს. ისინი სანიაღვრე არხებიდან წყალს ვედროებით იღებენ და ცეცხლს ასხამენ.
ამ დროისათვის ცნობილია რომ დაიწვა რამდენიმე სული საქონელი და საქონელის საკვები თივა. როგორც დაზარალებული ნათელა ბორჩაშვილი ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბრისას :
ვიცოდი რომ რამეს მომწევდნენ, მემუქრებოდნენ წლებია მაძახებენ რომ ხეობისათვის სამარცხვინო შვილი გამიზრდია რა დავაშავე ის რომ წესიერი შვილი გაუზარდე ქვეყანას რომელიც კანონს ემორჩილებოდა ? აგე წავიდე წლებია ჩემი შვილი საქართველოდან და სიბერე მაინც მაცადონ …
ნათელა ბორჩაშვილის განცხადებით ის ამ დღეებში მიმართავს სახალხო დამცველს რათა მისი და მისი ოჯახის უფლებები დაიცვან.