ტიკტოკერი ქალი თავისი ცხოვრების უცნაურ დეტალს ყვება. მან აღმოაჩინა, რომ თავისი უფროსი ძმა, სინამდვილეში მამამისია, ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელმა ვიდეოს დახმარებით განაცხადა და მისი გაბრაზებული ემოციის დემონსტრირებაც, კამერის დამსხვრევით მოახდინა.
სიუ აცხადებს, რომ როცა მამამისი პატარა იყო, იმ ხალხმა, რომლებსაც დედად და მამად თვლიდა, იშვილეს, 20 წლის ასაკში კი გაჩნდა სიუ და ისიც იშვილეს ისე, რომ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათ გაუჩნდათ.
საზოგადოება დედაზეც ითხოვდა ინფორმაციას, სიუმ კი აღნიშნა, რომ იცის ბიოლოგიური დედის ვინაობა, მაგრამ მასთან ურთიერთობას არ აპირებს, მამაზე კი ამბობს, რომ ვერ იტანს მას.
გავრცელებულმა ვიდეომ 13 მილიონი რეაქცია დააგროვა.