Home დღის ამბები თინათინ ხანჯალიაშვილი ქალაქ თელავში მცხოვრებ დევნილ ქალებს შეხვდა

თინათინ ხანჯალიაშვილი ქალაქ თელავში მცხოვრებ დევნილ ქალებს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხანჯალიაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი მედეა ჩაფურიშვილი ქალაქ თელავში მცხოვრებ დევნილ ქალებს შეხვდნენ.
თინათინ ხანჯალიაშვილმა და მედეა ჩაფურიშვილმა აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არსებული საჭიროებებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაზე დევნილმა ქალებმა საკრებულოს წარმომადგენლებს სხვადასხვა ინიციატივაც გააცნეს.
ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ქალბატონებთან შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, მათ საცხოვრებელ სივრცეში. ზოგადად, ქალების, ახალგაზრდების და ბავშვების წინაშე არსებული პრობლემები ყოველთვის სპეციფიურია და ამ პრობლემების უშუალოდ მათგან მოსმენა ბევრი საინტერესო ინიციატივის დასაწყისი შეიძლება გახდეს და ამავე დროს მათი განხორციელების გზაც გიჩვენოს. მიმაჩნია, რომ ასეთი ნაყოფიერი იყო დღევანდელი შეხვედრაც“, – განაცხადა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხანჯალიაშვილმა.