თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
1.1 განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
ა) ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით
- ასოცირებული პროფესორის 2 (ორი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)
ბ) პედაგოგიკის მიმართულებით
- ასისტენტ პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 4 (ოთხი) წლის ვადით (აფილირებული)
1.2. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)
- კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით (იხ. ვებ.გვერდი: www.tesau.edu.ge);
- კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2022 წლის 21 იანვარს და დასრულდება 2022 წლის 28 იანვარს;
- საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე, №214 ოთახში, 10:00 საათიდან – 17:00 საათამდე, ხოლო covid-19 ვირუსის პრევენციის, ან სხვა შეზღუდვების გამო, შესაძლებელია აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებებიგანხორციელდეს დისტანციურად/ელექტრონულად. ასეთი ვითარების არსებობისას კონკურსისათვის აუცილებელი საბუთებიდასკანერებული ფორმით გადაეგზავნოს უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს (ქ. ხმალაძე) მის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე (hr@tesau.edu.ge);
- კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2022 წლის 2 თებერვალი.