ისტორია

„რომ ეტყოდნენ თელავში – ვინა ხარო? პასუხობდა – ლეკი“

რაც შეეხება ხარება ჯიბუტის მეტსახელს – ლეკი, მასზე თელავის მაზრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბარათოვი წერდა – ,,ტერორისტების ხელმძღვანელი ცნობილი ყაჩაღი თელავის მაზრის სოფელ ართანის მცხოვრები ხარება ჯიბუტი მეტსახელით ლეკი თავს წარმოსახავს, როგორც რაინდს შიშის გარეშე. ლეკი ქართულად ნიშნავს ლეკს და ასე ეძახიან ჩვეულებრივ ადამიანებს უშიშრებს და სასტიკებს, ნიშნად მახსოვრობისა, რომელსაც სჩადიოდნენ ლეკები ხახეთის მოსახლეობის მიმართ.
ხარება ჯიბუტის ამ მეტსახელის შესახებ, წარმოშობით ართანელი ქალბატონი ნუნუ ბეჟანიშვილი, თავის პატარა წიგნაკში წერს – ,,თელავში დუქანში მუშაობის დროს ხარებას ეხურა ლეკური შავი ცხვრის ტყავის ქუდი. რომ ეტყოდნენ თელავში – ვინა ხარო? პასუხობდა – ლეკი ვარო. ეს სახელი გაჰყვა ისტორიაში.
აქვე ავღნიშნავ, რომ ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ჟანდარმერიის ფონდში, ხარება ჯიბუტი სწორედ ლეკური ქუდით დგას გოგია კენკიშვილს და ალექსანდრე სუხიტაშვილს შორის. (აღნიშნული ფოტო წიგნის გარეკანზეა დაბეჭდილი – თ.ს.)
(მასალა წიგნიდან ,,კახელი ტერორისტები და უცნობი დეტალები”- თენგო სიმაშვილი
(აქვსენტი სიდამონიძე, ხარება და გოგია, ზალიკო სვიმონიშვილი და სხვები)

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close