დღის ამბებირეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში  15 მილიონი  ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თანხები  გადანაწილებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე  რეგიონული განვითარების   ფონდიდან, სოფლის დახმარების პროგრამებიდან, სკოლებისა და ამბულატორიებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სუფსიდიდან . 

დღეისათვის კი  თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია:

სოფელი აკურა – სადაც  ასფალტის საფარი იგება სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე – პროექტის ღირებულება კი შეადგენს  484 484 ლარს ;

სოფელ ვანთაში – მიმდინარეობს წყლის შიდა ქსელის ამოცვლა , რომლის ღირებულება  322700 ლარია;

სოფელი ბუშეტში  – მოასფალტდება 2 შიდა საუბნო გზა 233 300 ლარი;

სოფელ ქვ. ხოდაშენიში  – სრულდება სასაფლაოსკენ მიმავალი გზის დაგება,  ასფალტის საფარი იგება ცენტრალური გზის სამხრეთ მიმართულებაზე მისი ღირებულება შეადგენს  484 415ლარს ;

სოფელი წინანდალში – დასრულდა ეკლესიისკენ მიმავალი გზის დაგება, რაც 206 903 ლარი დაჯდა;

სოფელი შალაურში –  მიმდინარეობს სასაფლაოსკენ მიმავალი გზის მოასფალტება – 515 515ლარი;

სოფელი კისისხევი – წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია – საერთო ღირებულება  271229ლარი ;

სოფელი რუისპირი – იცვლება წყლის ცენტრალური მაგისტრალი 315915 ლარი ;

სოფელი ვარდისუბანში – მიმდინარეობს კულტურის სახლის ოთახების სარემონტო სამუშაოები, საბავშვო ბაღის მოსწავლეთა დროებით განსათავსებლად 26 770. დაგეგმილია საბავშვო ბაღის შენობის სრული  რეაბილიტაცია;

სოფელი ყარაჯალაში  – მიმდინარეობს ცენტრალური გზის მოასფალტება 432 915 ლარი;

სოფელი ართანაში – იწყება დაზიანებული სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაცია –

სოფელი სანიორეში – სასმელი წყლის შიდა ქსელების გაწმენდა მიმდინარეობს – კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს ეტაპობრივად საკუთარი რესურსით;

სოფელ ფშაველში და ქალაქ  თელავში (ზუზუმბოს ტერიტორიაზე) – დაიწყო კემპინგის მოწყობა- 299 729ლარი .

უკვე გამოცახდებულია ტენდერები შემდეგ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე :

ქალაქ თელავში ქუჩების რეაბილიტაცია:
ალ ჭავჭავაძის ქ. 86708ლარი,  ვაჟა-ფშაველას ქ. -27395ლ,  ყარალაშვილის ქ. 69 552ლ 
კორძაძის ქუჩის ჩიხი – 30625ლ .
2019 წელს ასევე მოხდება დასასვენებელ პარკს ნადიკვრის სრული რეაბილიტაცია, კერძოდ განახლდება ამფი თეატრი და ასევე აღდგება ხის ძველი  ფანჩატურები.
2019 წელსვე ჩატარდება ყადორის საერთო საცხოვრებლის და რუსთაველის გამზირზე მდებარე საერთო საცხოვრებლის ( გერმანული არქიტექტურით აგებული მე 3 აფთიაქის შენობის) რეაბილიტაცია . 
 მაკა მოსიაშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close