რეგიონიყვარელი

ყვარელში 22 საბავშვო ბაღის აღსაზრდელისთვის სასურსათე კალათების გაცემა დაიწყო

ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული 22 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასურსათე კალათების გაცემა დაიწყო.

მუნიციპალიტეტში სასურსათე კალათა 1300-ზე მეტ აღსაზრდელს გადაეცემა.

პროცესს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ზურაბ ნემსაძე შეუერთდა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, სააღმზრდელო პროცესი ყვარლის მუნიციპალიტეტში შეჩერებულია, პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close