ლაგოდეხირეგიონი

ჯონდო მდივნიშვილმა კავკასიონის ქუჩისა და სოფელ რაჭისუბნის შიდა საუბნო გზის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა

ჯონდო მდივნიშვილმა, ქ. ლაგოდეხში კავკასიონის ქუჩისა და სოფელ რაჭისუბნის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის დასკვნითი სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა
სოფელ რაჭისუბანში, 3 589 გრძ.მ გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად, სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები ეწყობა .ხოლო ახალგაზრდობის ქუჩაზე ახალი გზა 1625 გრძ.მ მონაკვეთზე იგება.
ორივე პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 2 154 754 ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის პირველი პირის განცხადებით – 2021 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მუნიციპალიტეტში 27 პროექტი განხორციელდა.სრულად და ნაწილობრივ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 48 კილომეტრამდე გზის მონაკვეთს, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 467 967 ლარი დაიხარჯა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close