გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი დაკვებული სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა. შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, წინასწარი მოთავსების იზოლატორში 41 წლის კაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. შ. ჯ სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს.