დღის ამბები

სოფელ იყალთოში ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ იყალთოში ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გაიხსნა.

კახეთის რეგიონის პირველი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის განახლება და თბოიზოლაცია ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა. ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიის გამოყენებით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და ამავდროულად, ხარჯების 60%-ს დაზოგავს.

საბავშვო ბაღის შენობა ახლა მთლიანად თბება წალამის გამოყენებით, რომელიც კახეთში უხვად მოიპოვება. ევროკავშირმა მუნიციპალიტეტს ბიომასის შემგროვებელი და გადამამუშავებელი სპეციალური ტექნიკაც გადასცა.

აქამდე, სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი გასათბობად შეშას იყენებდა და ზამთარში შენობის მხოლოდ 40% თბებოდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საბავშვო ბაღის შენობას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

პროექტი საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თელავის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა.
საბავშვო ბაღის გახსნის ოფიციალური ცერემონია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კახეთში 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close