დღის ამბები

თელავში კონფერენციის დასრულების შემდეგ პედაგოგები აიცრნენ

გაეროს ბავშვთა ფონდის და მთავრობის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, კახეთში COVID-19- ის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე მასწავლებელი აიცრა. პედაგოგებს საშუალება გქონდათ ერეკლე მეფის სასახლეში განთავსებულ სპეციალურ სივრცეში სასურველი ვაქცინი აერჩიათ.

საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა იმუნიზაციის პროცესში ჩართვა მათთვის ინდივიდუალურ კითხვებზე პასუხების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტეს. მოგვიანებით კი უკვე ვაქცინირებულმა პედაგოგებმა კოლეგებს მიმართეს და მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდეს, რათა ბავშვების პირისპირ სწავლების საშუალება მიეცეთ და ხელი შეუწყობ სკოლების გახსნას. შეხვერა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 150- მდე მასწავლებელი ესწრებოდა.

ეპიდემიოლოგების , განათლების სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ ნორვეგიის, ესტონეთის და ლიეტუვის ელჩები. გარდა ამისა, სესიებს ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები უძღვებიან, რომლის მთავარი მიზანს მასწავლებლებში ვაქცინაციის წახალისება წარმოადგენდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close