დღის ამბებისაზოგადოება

საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კორონავირუსით ინფიცირებული 371 პაციენტი იმყოფება

საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კორონავირუსით ინფიცირებული 371 პაციენტი იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული 1 660 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 371 იმყოფება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში – 713, აჭარაში – 171, იმერეთში – 353.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პაციენტი, მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 42, იმერეთში – 25. 2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 – თბილისში, 1 026 – აჭარაში. 38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – 2.

სულ 6 ოქტომბრიდან – 29 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 109 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 25 398, აჭარაში – 6 221, იმერეთში – 3 998.

სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 545 033 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 488 661, გარდაიცვალა 7 329 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკა ვშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close