საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: სტიქიის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში 1 ლარს, მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3 000 ლარს გადავუხდით

რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში. 5 000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა, ვენახი და ხეხილის ბაღები. ჩემი დავალებით ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იყო ჩასული იყო ადგილზე, ასევე ჩავიდა რეგიონების ხელმძღვანელი, ბატონი ლერი ადგილობრივ გუბერნატორთან ერთად. შეიქმნა ოპერატიული შტაბი. ადგილზე გადაუწყვიტეს და მოუგვარეს პრობლემა ჩვენს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში 1 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში გადავუხდით 3 000 ლარს. ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო აღუდგენს დანაკარგს ჩვენს მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად, იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close