დღის ამბები

ვინ იქნება შემდეგი მოწვევის თელავის საკრებულოს თავმჯდომარე ?

ვინ იქნება შემდეგი მოწვევის თელავის საკრებულოს თავმჯდომარე ?

„მთავარი ამბები კახეთის“ ინფორმაციით,  „ქართული ოცნება“  თელავის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის  პოზიციაზე, თელავის ყოფილი ვიცე-მერს თენგო მთვარელიშვილის კანდიდატურას  განიხილავს. ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ, „ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი,  მამუკა ბურდიაშვილი დასახელდება. მთვარელიშვილი პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი, ხოლო ბურდიაშვილი კი, მეორე ნომერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს არჩეულ საკრებულოს წევრთა უმრავლესობა ირჩევს.

2021 წლის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  39 მანდატისგან შედგება, შესაბამისად, კანიდიდატებს მინიმუმ 20-მა  დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close