დღის ამბები

გიგა ორკოდაშვილი გახარიას გუნდის, თელავის მერობის კანდიდატი იქნება

გიგა ორკოდაშვილი გახარიას გუნდს შეუერთდა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ორკოდაშვილმა თანამდებობა  და ქართული ოცნება დატოვა, იგი  გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. გიგა ორკოდაშვლი სოციალურ ქსელში მისი გადაწყვეტილების შესახებ  განცხადებას ავრცელებს.

შეგხასენებთ  ორკოდაშვილი კახეთში  პარტია ქართული ოცნების რეგიონის კურატორი იყო 2018-2020 წლებში.

2018 წლამდე კი მუშაობდა საბანკო სექტორში სხვა და სხვა თანამდებობაზე.

2017 წ. -სს „ საქართველოს ბანკი“-ს საკრედიტო ჯგუფის უფროსი
2015-2016წწ. – სს „ქართული კრედიტი“ს ფილიალის მმართველი
2012-2015წწ. – სს „საქართველოს ბანკი“ ს უფროსი საკრედიტო ექსპერტი;
2008-2012წწ. – სს „პროკრედიტ ბანკი“ს ბიზნეს მრჩეველი
2008წ. – სს „ტაოპრივატ ბანკი“ს საკრედიტო ექსპერტ-სტაჟიორი

2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

როგორც ცნობილია გიგა ორკოდაშვილი იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატის ლევან ანდრიაშვილის ოპონენტი  არჩევნებზე.
გიგა  ორკოდაშვილი მკვიდრი  თელაველია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close