დღის ამბები

გერმანელი ტურისტი , რომელიც თუშეთის გზაზე ავრიაში მოჰყვა , გადარჩა

გერმანელი ტურისტი , რომელიც თუშეთის გზაზე ავრიაში მოჰყვა , გადარჩა

გერმანელი ტურისტი , რომელიც თუშეთის გზაზე ავრიაში მოჰყვა , გადარჩა. ის ადგილობრივებმა ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება კიდევ ორ მგზავრს, რთული რელიეფის გამო მათი ამოყვანა გართულდა, თუმცა მალე ადგილზე იქნება რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში აქტიურად ჩაერთვება.

თუშეთის გზის 35- ე კილომეტრზე ე.წ ბოთლისწყალთან “ტოიოტას” ფირმის ავტომობილი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან დაახლოებით ორი საათის წინ გადავარდა. გარდაიცვალა მძღოლი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვნიდან იყო და მთაში ტურისტები სეზონურად გადაჰყავდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close