დღის ამბები

კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი კი გარდაიცვალა

კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი კი გარდაიცვალა

მეორე დღეა, დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 ათასს აჭარბებს. სამთავრობო პორტალ Stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარებული 45 229 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4233 ადამიანს დაუდასტურდა, გუშინ 4827 შემთხვევა იყო.

ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.36%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.65%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.35 %.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4233 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1924, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 591

იმერეთი – 518

კახეთი – 270

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 222

ქვემო ქართლი – 200

შიდა ქართლი – 185

გურია – 107

სამცხე-ჯავახეთი – 97

მცხეთა-მთიანეთი – 92

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1934 ადამიანი, 38 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში ინფიცირების 36 102 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

27 605 ინფიცირებული მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;

6200 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1240 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი;

2297 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 432 903 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 390 827 გამოჯანმრთელდა, 5948 კი გარდაიცვალა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close