თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 ვილისს საკრებულოს სხდომაზე განიხილა ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.
როგორც პროექტიდან ირკვევა 2021- და 2022 წლებში თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდება შემდეგი პროექტები
ა) საქალაქთაშორისო დანიშნულების ავტოსადგურის და პარკინგის მოწყობა, თელავის, როგორც რეგიონის სატრანსპორტო ჰაბის განვითარებისთვის;
ბ) ქ. თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების და საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ურბანული ტერიტორიების განვითარებისთვის;
გ) ქ. თელავში ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე QR კოდების განთავსება, ქალაქის კულტურული და საგანმანათლებლო როლის გაძლიერებისთვის;
დ) ქ. თელავში არსებული ისტორიული მნიშვნელობის წყაროების რეაბილიტაცია, ქალაქის კულტურულ-ისტორიული არეალის განვითარებისთვის;
ე) ცენტრალური თელავის ისტორიული დასახლების ურბანული განახლება;
ვ) სამეფო აბანოების და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რეაბილიტაცია;
ზ) ერეკლე მეორის სკვერის და საზარბაზნე ბურჯის რეაბილიტაცია ქ. თელავის მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული არეალის წარმოსაჩენად;
თ) მეფის სასახლის და ციხე-გალავნის კომპლექსის შიდა ტერიტორიის ურბანული განახლება, თემატური ინსტალაციების მოწყობით;
ი) ქ. თელავის შემოსასვლელებში ისტორიული სატახტო ქალაქისთვის დამახასიათებელი თემატური ინსტალაციების მოწყობა ქალაქის, როგორც ისტორიულ-კულტურული ცენტრის წარმოსაჩენად;
კ) ქ. თელავში ურბანულ ტერიტორიებზე საზოგადოებრივი დანიშნულების სველი წერტილების მოწყობა;
ლ) ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ურბანული ტერიტორიის ოპტიმიზაციის მიზნით და არსებულ ლოკაციაზე ახალი მიზიდულობის არეალის შექმნა;
მ) რეგიონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქ. თელავში ქუჩების დამისამართება, სტანდარტიზაცია და საინფორმაციო დაფების მოწყობა;
ნ) საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა;
ო) საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რეგიონული ჩოგბურთის კორტების მოდერნიზება ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებისთვის;
პ) ქ. თელავში რეგიონული მნიშვნელობის მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა ინტეგრირებული აქტივობებისთვის;
ჟ) ქ. თელავში, პარკი „ნადიკვარის“ ტერიტორიაზე დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობა რეგიონული ფუნქციის გასაძლიერებლად;
რ) ქ. თელავში, ჩოხელის და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიის ურბანული განახლება მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობით;
ს) ქ. თელავში „მინიატურების პარკის“ მოწყობა რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მიზიდულობის არეალის შესაქმნელად.
საკრებულოს გადაწყვეტილებით თელავის მუნიციპალიტეტის მერს ნება დაერთო, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტები წარადგინოს კონკურსზე