დღის ამბები

თეა წულუკიანი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში, სპექტაკლის პრემიერას დაესწრო

თეა წულუკიანი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში, სპექტაკლის პრემიერას დაესწრო

გუშინ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი უმრავლესობის წევრებთან ერთად ,

ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში, სპექტაკლის პრემიერას დაესწრო. წარმოდგენა ილია ჭავჭავაძის “ქართვლის დედის” მიხედვით რეჟისორმა და სცენარის ავტორმა, იოანე ქართველმა დადგა.

დაახლოებით ერთსაათიანმა სპექტაკლმა მინისტრის მოწონება დაიმსახურა და თეა წულუკიანიმა დასის წევრებს განუცხადა, რომ ის არსებულ გამოწვევებში მარტო არ დადოვებს და პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

წარმოდგენა, რომელიც ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების დაცვით წარიმართა სრული ანშლაგით ჩაიარა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close