დღის ამბები

,,ამ სიცხეში ორი წვეთი წყალიც კი არ მოდის”…რას ითხოვს თელავის მოსახლეობა

,,ამ სიცხეში ორი წვეთი წყალიც კი არ მოდის”…რას ითხოვს თელავის მოსახლეობა

,,ხალხო ორი დღეა წყალი არ არის სოფელ კურდღელაურში, ვინ არის პასუხისმგებელი. ამ სიცხეში ორი წვეთიც კი არ მოდის”…

,,შალაურში უკვე ერთი კვირაა წყალი არ გვაქსვ, ჩვენც ამ დღეში ვართ, რა გვეშველება”

,,ხალხოო, გრაფიკით მაინც მოგვცენ წყალი, ეს რა ხდება, წყალი არ გვაქსვ წვეთი…”

სოციალურ ქსელში, თელავის მოსახლობა, უკვე რამდენიმე დღეა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. როგორც გავრცელებულ განცხადებებში იკვეთება, წყალი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს დღეგამოშვებით ან ერთი კვირის ინტერვალითაც კი მიეწოდება.

მოსახლეობის ნაწილი, იმასაც ამბობს, რომ თუ წყლის პრობლემა დროულად არ აღმოიფხვრება, შესაძლებელია საპროტესტო აქციაც გამართონ.

შეგახსენებთ, რომ კახეთში წყლის პრობლემა ყოველთვის აქტუალურია და თითქმის ზაფხულის პერიოდში, მსგავსი განცხადებები მოქალაქეების მხრიდან იმატებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close