დღის ამბები

კახა კუჭავა: ევროკავშირის დროშის დაშვება მიუღებელია

კახა კუჭავა: ევროკავშირის დროშის დაშვება მიუღებელია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება.

„მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – აცხადებს კახა კუჭავა.

ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსნეს, დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close