საზოგადოება

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან კახეთში 71 გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 629 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 40, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 368 022 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 353 231, გარდაიცვალა 5335 პაციენტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close