Home დღის ამბები კახეთში საზამთროთი დატვირთული ავტომობილი გადაბრუნდა

კახეთში საზამთროთი დატვირთული ავტომობილი გადაბრუნდა

ბაკურციეხე-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე საზამთროთი დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ  დაშავებულა. ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა არც პოლიცია და არც ექპერტ-კრიმინალისტები.