დღის ამბები

იცოდით, რატომ მიიჩნევა ნალი ბედნიერების მომტან თილისმად?

იცოდით, რატომ მიიჩნევა ნალი ბედნიერების მომტან თილისმად?

ამბობენ, რომ ნალი ისეთი დიდი მეცნიერის სახლის კარსაც კი ამშვენებდა, როგორიც იყო ფიზიკოსი ნილს ბორი. ერთხელ ფიზიკოსისთვის სტუმარს უკითხავს: ნუთუ ცრუ რწმენების მეცნიერებსაც სწამთ? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ნალი იმათაც ეხმარება, ვისაც მისი არ სწამს, – უპასუხია ფიზიკოსს.

მეტალისგან დამზადებული ნალები პირველად ძვ.წ-აღ-ის 1-ელ ათასწლეულში გამოჩნდა.

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ძველ ეგვიპტეში, ფარაონის ცხენებს ოქროსგან დამზადებულ ნალებს აკრავდნენ. ჰოდა, ბუნებრივია, თუკი გზაზე ცხენს ნალი მოსძვრებოდა, ამ 200-გრამიანი ოქროს პოვნას მპოვნელისთვის უდიდესი სიხარული მოჰქონდა. შესაძლოა, სწორედ აქედან გაჩნდა რწმენა, რომ ნალი ბედნიერების მომტანი თილისმაა.

იმასაც ამბობენ, რომ ნალს წარმატება მოაქვს და სახლს ავი თვალისგანაც იცავს, ამიტომ საუკუნეებია, სახლის კარზე ნალის დაკიდების ტრადიცია არსებობს.

ყველაზე პოზიტიური ენერგეტიკის მატარებელი, თურმე, გზაზე ნაპოვნი, გაცვეთილი ნალია, რომელიც ცხენმა ხანგრძლივად ატარა.

კარზე დამაგრებული ნალი, რომელსაც ბოლოები ცისკენ აქვს მიმართული, ხვავისა და ბარაქის  მომტანად მიიჩნევა, ხოლო ბოლოებით მიწისკენ – მავნე გარეგანი ზემოქმედებისგან დამცველად.
თილისმა-ნალის „მოქმედების ვადა“ კი 100 წელი ყოფილა. ამის შემდეგ ძველი ნალი ახლით უნდა შეიცვალოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close