დღის ამბები

რატომ ერიდება ადამიანების უმრავლესობა 40 წლის იუბილის აღნიშვნას

რატომ ერიდება ადამიანების უმრავლესობა 40 წლის იუბილის აღნიშვნას

ადამიანები მაქსიმალურად ერიდებიან 40 წლის იუბილის აღნიშვნას. ეს ფაქტი ძირითადად ამ ციფრის საკრალურობასა და წინაპრების რწმენებს უკავშირდება…

კაცობრიობის ისტორიაში უამრავი მაგალითია, როცა ციფრმა 40-მა ადამიანებს ტანჯვა და უბედურება მოუტანა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრი თითქმია ყველა რელიგიაში ფატალურად მიიჩნევა,

ამის მაგალითები ბიბლიაშიც შეიძლება მოვიძიოთ:

  • 40 დღის შემდეგ, გარდაცვლილის სული სხეულს ტოვებს;
  • აღთქმულ მიწამდე მისაღწევად, ებრაელი ხალხი 40 წელი უდაბნოში დახეტიალობდა, რომელიც სიკვდილის სიმბოლოა;
  • მდინარე იორდანეში მონათვლის შემდე, 40 დღე დაჰყო უდაბნოში იესომაც;
  • წარღვნა 40 დღე გაგრძელდა და მან უამრავი ადამიანი შეიწირა…

დიახ, ეს ფაქტები ბიბლიაში წერია, მაგრამ ნებისმიერ მოძღვარს რომ ჰკითხოთ, შეიძლება თუ არა 40 წლის იუბილეს აღნიშვნა, გიპასუხებთ, რომ მორწმუნე ადამიანმა ცრუ რწმენებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

აქვე საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვთ 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვა რელიგიებსა თუ კულტურებში?

დავიწყოთ სახელგანთქმული ტაროს ბანქოთი, სადაც სიკვდილი ასო M-ით არის აღნიშნული. ამ ასოს კი, ებრაელთა ანბანის მიხედვით სწორედ ციფრი 40 შეესაბამება.

გარდა ამისა ციფრი 40 სიკვდილის ნიშნად ითვლება იაპონიაში. უფრო სწორად არა 40, არამედ – 4. მაგრამ ნუმეროლოგიის კანონებით, ეს ერთი და იგივეა 4 + 0.

განვითარებული ტექნოლოგიების ხანაშიც კი ადამიანებს მსგავსი მინიშნებების ძალიან ეშინიათ. ამიტომ არასოდეს ზეიმობენ 40 წლის იუბილეს. მეტიც, ზოგიერთ ცათამბჯენებში მეოთხე სართული საერთოდ არ არსებობს. სამაგიეროდ, გერმანელები ყველა „მრგვალ თარიღს“ ზეიმობენ და ცრუ რწმენებს ყურადღებას არ აქცევენ.

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ 40 წლის აღნიშვნა მხოლოდ მამაკაცისთვის არის საზიანო, ქალისთვის კი ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ვიღაცა ფიქრობს, რომ იუბილეს აღნიშვნა დასაშვებია მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც იუბილარს ცუდს არაფერს უსურვებენ.

ასეთი აზრები ეზოთერიკულ თეორიებს ემყარება, რომლის თანახმადაც, 40 წელი მამაკაცისთვის გარდატეხის პერიოდია და მისი ენერგეტიკა ძლიერ დასუსტებულია, ამიტომ შესაძლოა, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ „გათვალოს“.

ზოგიერთი ცრუწმენის მიხედვით კი 40 წლის მიღწევისას, ადამიანს მფარველი ანგელოზი ტოვებს და ზეციური დაცვის გარეშე რჩება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close