განათლება

დღეს სკოლაში არ წავალ – როდის უნდა შეუსრულოთ ბავშვს ეს თხოვნა


თელავსა და მის შემოგარენში – წყლის რეზერვუარების გამორეცხვა
593 273372


ერთ დილას ბავშვი იღვიძებს და გეუბნებათ: “დღეს სკოლაში არ გამიშვა, რა”. ნოემბერში ბავში უკვე საკმაოდ კარგად არის სასკოლო რეჟიმს მორგებული და ასეთი “წამოვლითი” სურვილები გიკვირთ. სამაგიეროდ, გაითვალისწინეთ, დღე მოკლდება, საკვებში ვიტამინების შემცველობა კი კლებულობს. არ არის გასაკვირი, რომ დილით ადრე ადგომისა და სკოლაში წასვლის ენერგია ბავშვს უქვეითდება.

როგორ წესი, განწყობის მიუხედავად, ბავშვი მაინც მიდი სკოლაში, მაგრამ ზოგჯერ დედ-მამამ ბავშვის სურვილი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს – შეიძლება თქვენი შვილი უბრალოდ, ავადმყოფობის პირველ ნიშნებს გრძნობს. როცა შეწუხებული გეხვეწებათ, რომ დღეს სკოლაში არ გაუშვათ,
გაუზომეთ სიცხე, გამოკითხეთ, ყელი ხომ არ სტკივა, ან მუცელი, ან ცხვირი ხომ არ გაეჭედა.

[ditty_news_ticker id=”1734″]

თუ რომელი ეს ან გრიპის რაიმე სიმპტიმი შეატყვეთ, ნუ გაუშვებთ სკოლაში. დილის სუსხი სკოლისკენ მიმავალ გზაზე სასიკეთოდ ნამდვილად არ იმოქმედებს. თუ ცხვირგაჭედილი და ყელმტკივანი სკოლაში ივლის, გაცილებით გვიან გამოჯანმრთელდება.

ნიშნები, რაც გკარნახობთ, რომ ბავშვი შინ უნდა დარჩეს:
სხეულის ტემპერატურა 37 оС-ზე ზემოთ
თავის ტკივილი
გულისრევის შეგრძნება
ცხვირის გაჭედვა
ყელში კაწვრის შეგრძნება ან ტკვილი

ასევე არსებობს ფსიქოლოგიური მიზეზებიც. არაერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სასკოლო პროგრამა საკმაოდ გადატვირთულია (რა თქმა უნდა, ეს იმ ბავშვებს ეხებათ, ვინც პატიოსნად მეცადინეობს და სისტემატურად ამზადებს გაკვეთილებს),

წყარო : mshoblebi.ge

რატომ ვირჩევთ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს



მეტი

მსგავსი სიახლეები

Close