სპორტი

„სიოს თასი“- ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი თელავში

„სიოს თასი“- ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი თელავში

0

თელავში სტარტი აიღო ტურნირმა Tennis Europe Junior Tour Sio Cup 2021  – 14 წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის. ტურნირზე მონაწილეობას იღებს 60 ზე მეტი მონაწილე 15 მდე ქვეყნიდან.

ტურნირი ერთეულთა და წყვილთა თანრიგში იმართება. 28 ივნისიდან ორი კვირის მანძილზე სტარტს მომდევნო ორი ტურნირი აიღებს. ITF Telavi Cup 2021 და ITF ALEX METREVELI CUP 2021 18 წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის. ორივე ტურნირზე 60 ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენია 20 მდე ქვეყნიდან დარეგისტრირებული.

ტურნირი კოვიდ რეგულაციების დაცვით შვიდი კვირის განმავლობაში გაგრზელდება ჩოგბურთის კორტებზე ფუნქციონირებს სპეციალური ლაბორატორია სადაც სპორტსმენებს ტესტირება რეგულარულად უტარდებათ.

ტურნირის ორგანიზტორები არიან საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია,  სპორტის სამინისტრო და თელავის  მუნიციპალიტეტის მერია.

აღნიშნული ტურნირების დასრულებისთანავე ,ერთმანეთის მიყოლებით თელავი ოთხ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 12-18 და 19-25 ივლისს W25 TELAVI TELAVI OPEN 2021. 26 ივლისი-1-ლი აგვისტო და 2-8 აგვისტო M15 TELAVI OPEN 2021.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close