დღის ამბები

ეს ამბავი რამოდენიმე წლის წინ საგარეჯოში მოხდა.

ეს ამბავი რამოდენიმე წლის წინ საგარეჯოში მოხდა.

ეს ამბავი რამოდენიმე წლის წინ საგარეჯოში მოხდა.
ჩემი მეზობელი კ.პ. მანქანას აწყობდა და თავის მეგობარს გ.კ-ს სთხოვა დახმარება. მათთან ერთად კიდევ რამოდენიმე კაცი იყო. ის გარაჟი სადაც ეს მანქანა ეწყობოდა ჩემი სახლის გვერდით დგას და მეორე სართულის ფანჯრებიდან ხელისგულივით მოსჩანს ყველაფერი. დილიდანვე ხმაურით დაიწყეს საქმიანობა. რამდენიმე საათის შემდეგ გავიხედე ჩემი სახლის ფანჯრიდან და რა დავინახე, ჩემი მეზობლის მეგობარმა გ.კ-მ როგორ მოიპარა, იქვე გარაჟის წინ მდგარი ხის ძირში მიგდებული, მანქანის საბერი და აქეთ-იქით მიხედ-მოხედვის მერე როგორ ჩაუძახა თავისი მანქანის საბარგულში (დანარჩენები ამ დროს გარაჟში იყვნენ და გ.კ-ს ვერ ხედავდნენ).
საქმე ის არი რომ ეს საბერი ჩემი იყო და ჩემმა მეზობელმა კ.პ-მ წინა დღეს მთხოვა. მე გადავწყვიტე ჩემი საბერი დამებრუნებინა და ასეთ ხრიკს მივმართე. საღამოსკენ ჩემმა მეზობელმა თავისი მეგობრები სახლში შეიპატიჟა სუფრაზე. მათ შორის გ.კ-ც. მე დრო ვიხელთე გამოვედი სახლიდან და გ.კ-ს მანქანის საბარგულიდან, რომელიც, ბედად, ღია დამხვდა, ჩემი საბერი ამოვიღე და წამოვიღე სახლში. ამ დროს ქეიფი კარგად გახურებული იყო და საბერის ქურდი გ.კ. განსხვავებული სასმისით სვავდა მეგობრობის სადღეგრძსლოს. ხოლო, სახლში დაბრუნებულ გ.კ-ს თავისი მანქანის საბარგულში საბერის ვერ ნახვის შემდეგ რა დაემართებოდა თქვენ თვითონ მიხვდით.

ავტორი: ვაჟა ჯავახიშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close