პურის ქარხნები ამბობენ, რომ ვერც ბუნებრივი აირის და ვერც ფქვილის სუბსიდირებით პურზე არსებული ფასის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებენ, რადგან ფასები გაიზარდა ყველა იმ კომპონენტზე, (საფუარი, მარილი, შესაფუთი მასალები, დისტრიბუცია ) რომელიც პურის თვითღირებულებას განსაზღვრავს. მათი თქმით, 1 კილოგრამ პურზე 40-50 თეთრით აიწევს ფასი, შესაბამისად საცალო პროდუქტი 20-25 თეთრით გაძვირდება.აღსანიშნავია, რომ ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამასაც ვადა ეწურება.