განტვირთვა

რატომ არიან დაოჯახებული მამაკაცები უფრო ბედნიერები, ვიდრე ქალები

რატომ არიან დაოჯახებული მამაკაცები უფრო ბედნიერები, ვიდრე ქალები

0

ქორწინებაში მყოფი მამაკაცი უფრო ბედნიერია, ვიდრე ქალი. ეს სტერეოტიპია. თუმცა კვლევებიც ანალოგიურ შედეგს აჩვენებს. ამასთან, ქორწინებაში მყოფი ქალი არ ფიქრობს, რომ დაქორწინებული ხალხი უფრო ბედნიერია, ვიდრე მარტოხელა და უფრო მიდრეკლია განქორწინებისკენ. განქორწინების შემდეგ, ქალის ბედნიერება მატულობს, კაცის კი იკლებს.

თუმცა, განქორწინებულ ქალებს მეტად უნდათ ხელახალი ქორწინება, ვიდრე – განქორწინებულ კაცებს.

ოჯახური ცხოვრება, სახლში საქმიანობა და ბავშვების მოვლა – კვლევის თანახმად, აღნიშნული საქმიანობის უმეტეს ნაწილს ქალი აკეთებს და სწორედ ეს არის მიზეზი იმ მდგომარეობისა, რაც კვლევის შედეგებმა აჩვენა. კვლევის ავტორები ქალის მდგმარეობას ორი სიტყვით განმარტავენ – გადატვირთული გონება. ქალების გონება მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმის გაკეთებით არის გადატვირთული და ფიქრობენ, რომ თითქოს რეალურად საკუთარი გონება მათ არ ეკუთვნით. ამას გამოკითხვის მონაწილე ქალებიც ადასტურებენ.

კვლევამ აჩვენა, რომ მეუღლეები, რომლებიც თანაბარ თანხას გამოიმუშავებენ კვირის განმავლობაში, თანაბარი ხანგრძლივობითაც (53-54 საათი) მუშაობენ. თუმცა ქალების საქმის 2/3 არის არაანაზღაურებადი და მხოლოდ 1/3-ია ანაზღაურებადი. კაცების შემთხვევაში კი საქმე პირიქით ნაწილდება. მათი შესრულებული საქმის 2/3 ანაზღაურებადია, 1/3 კი – არაანაზღაურებადი. აქ იგულისხმება სამსახურიც და საოჯახო საქმეებიც.

რატომ ვერ ხდება საქმის თანაბრად განაწილება? – წყვილების უმეტესობა საქმიანობის არათანაბარ განაწილებაზე არ ფიქრობს და არ გეგმავს. ქალების 80%-ს და კაცების 70%-ს სურს, რომ მათ ურთიერთობაში არ იყოს გენდერულად გადანაწილებული საქმიანობები და შრომა სპეციფიკის გარეშე გაინაწილონ. ეს ძალიან კარგია, თუმცა რეალურად ასე არ ხდება ხოლმე.

სამწუხაროდ, თანამედროვე კომპანიების უმეტესობა კვლავ 1950-იანი წლების მოდელის მიხედვით ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის სტრუქტურა კაცებზეა აგებული. აღნიშნულ მამაკაცებს კი სახლში ჰყავთ ცოლი და შესაბამისად, მათ საოჯახო თუ ბავშვებთან დაკავშირებული მოვალეობები არ აქვთ. წარმატების მიღწევა კაცისთვის ნიშნავს, რომ ის მეტ-ნაკლებად უნდა მოწყდეს ოჯახს.

დისკრიმინაცია სქესის გამო, ანუ რატომ იჩაგრება საქართველოში დასაქმებული ქალი

ოჯახების უმეტესობა ფინანსებს ისე ვერ მართავს, რომ ნახევარგანაკვეთიანი სამსახური მათთვის საკმარისი იყოს და შემდეგ საოჯახო საქმეებიც თანაბრად გაინაწილონ. მეორე მხრივ კი, ბევრი ოჯახი ბავშვის ყოლის შემთხვევაში ფინანსებს უფრო ეკონომიურად ანაწილებს, თუ ერთ-ერთი მშობელია სახლშია. ამ დროს სახლში ყოფნა ყოველთვის ქალს უწევს, რადგან სხვა მრავალ საკითხთან ერთად თავს იჩენს არათანაბარი ანაზღაურების პრობლემაც. ხშირ შემთხვევაში კაცს მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ქალს.

სოციოლოგმა ბარბარა რისმანმა 7000 უფროსკლასელ გოგონას ჰკითხა, მომავალში კარიერაზე თუ ოჯახზე ორიენტირებული ცხოვრება სურდათ. 13 წლის შემდეგ მან გამოკითხვა გაიმეორა. გოგონების ნახევარი, რომელთაც პირველ გამოკითხვაში კარიერაზე ორიენტირებული ცხოვრება სურდათ, რეალობაში ოჯახზე ორიენტირებული აღმოჩნდა.

ასევე ნახევარი იმ გოგონებისა, რომლებსაც ოჯახზე ორიენტირებულობა სურდათ, დასაქმებულები აღმოჩნდნენ. ეს გამოკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ტენდენციას, რომ ძალიან მცირე კავშირია იმას შორის, თუ რა გვინდა და რეალურად რა ხდება ცხოვრებაში.

ერთ-ერთი გამოკითხვის დროს, წყვილებს, ასევე, მიმართეს კითხვით რას იზამდენენ, თუ ისინი ვერ შეძლებდნენ საქმის თანაბრად გაყოფას. ქალებისა და მამაკაცების პასუხი რადიკალურად განსხვავდებოდა. მამაკაცების 70% შრომის განაწილების ტრადიციულ გზას ამჯობინებდა, ანუ ისინი ამბობდნენ რომ თავად იმუშავებდნენ და ქალები საოჯახო საქმეებს მიხედავდნენ. ქალების 75% კი ამ დროს განქორწინებას არჩევდა.

  • ფარული კრიზისი

მოვლენები ვითარდება ისე, რომ წყვილებს სურთ ერთი და აკეთებენ მეორეს. ისინი თითქოს გზაჯვარედინს ემსგავსებიან. მეუღლეები გეგმავენ, რომ თანაბრად გაიყოფენ შრომას, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამის განხორციელება ძალიან უჭირთ. უმეტესობა კომპრომისზე მიდის. და აქ ჩნდება ერთ-ერთი მთავარი კითხვა – რომელი მხარე მიდის კომპრომისზე?

ძირითადად გარეგანი ფაქტორები განაპირობებენ იმას, რომ კომპრომისზეც უმეტესად ქალი მიდის.

როგორც ვხედავთ, არსებობს გარეგანი ფაქტორები, რომლებიც ძლიერია ვიდრე ჩვენ, ჩვენი პარტნიორობა და ქორწილიც კი. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგვწონს თუ არა.

ამიტომ ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ წყვილებმა, ვიდრე ისინი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ. მათ პარტნიორებთან ერთად აუცილებლად უნდა განიხილონ იდეალური ცხოვრების გეგმა და ასევე ნაბიჯები, რომლებსაც იდეალური გეგმის განუხორციელებლობის შემთხვევაში გადადგამენ. ამ შემთხვევაში კონფლიქტის თავიდან არიდება მოხდება. წინააღმდეგობა და მცირე უთანხმოება ყველა ოჯახშია, რადგან სამსახურის, საოჯახო საქმეების და ბავშვის მოვლის თანაბრად განაწილება შეუძლებელია. თუმცა წყვილს ამის დაახლოებითი გეგმა მაინც უნდა ჰქონდეს. წინასწარ უნდა იყოს გააზრებული ყველა ნაბიჯი და წინასწარ უნდა იყვნენ შეგუებული ყველა დაუგეგმავ ნაბიჯსაც. ამ შემთხვევაში ქალი თავს აღარ იგრძნობს იმედგაცრულებულად და უბედურად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close