დღის ამბები

სოფელ ხორხელში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ხორხელში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო- ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ამჯერად, სამელიორაციო სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

სამინისტროს განმარტებით, სოფელ ხორხელში გამავალი სისტემა, სადაც ამ დროისთვის 630 მმ-იანი ქსელი იცვლება, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემიდან იკვებება.

როგორც სოფმის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს, წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს, შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად 130 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close