დღის ამბები

გახარია ეკლესიის საკითხებში პირდაპირ ერეოდა -მეუფე იაკობი

ბიძინას წერილზე მე უკვე ვთქვი, რომ ბატონი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. ჩემი წარმოდგენა ვთქვი უკვე, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორც უნდა მობრუნდეს, ადამიანი პრემიერი თუ შსს მინისტრი იყო, ეკლესიის საკითხებში პირდაპირ ერეოდა, პირდაპირ გეუბნებით, მე მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი, რაც ვთქვი, ვადასტურებ. ხო იძახოდით ნასვამმა თქვაო, ახლა ნასვამი ვარ? ფხიზელი გეუბნებით, ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა… უბრალოდ, სახელმწიფო იყო მძიმე მდგომარეობაში და რაღაცეები აღარ გავაკეთე. როგორ გგონიათ, რომ ვუყურებ თქვენს ტელევიზიებს (მთავარ არხს მიმართავს), რომ აპიარებთ, როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დაუჭიროს მხარი? ვინც ოცნების ის იყო, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა? აბა გადახედეთ, ვინ უდგას გვერდში, ან თვითონ რა გაუკეთებია, სრული ლოკდაუნი გინდათ კიდევ? თ გინდათ, სხვასაც შეუძლია ეგ ლოკდაუნი, მითხარით რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი? ამათი შცდომა ის იყო, პიარი უკეთეს, მენეჯერი, მენეჯერი… და კრიზისმენეჯერს უძახოდნენ. მე გეუბნებით, კრიზისმეიკერია და არა კრიზისმენეჯერი.- თქვა მედიასთან მეუფე იაკობმა

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close