დღის ამბები

პარლამენტში ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, მასეთ დაწესებულებაში და ძალა გამოიყენონ

ნინოწმინდაზე ვფიქრობ, ასეთი რამე მოხდა – ადამიანებს ერთმანეთს შორის რამე თუ არ გვილაგდება, ამ შემთხვევაში, მეუფე სპირიდონი და ქალბატონი ნინო ლომჯარია, არ იყო პიროვნული ურთიერთობა და როდესაც არ შეუშვეს სახალხო დამცველი, მერე სხვებიც ჩაერთნენ, გაგვახსენდა კანონი, რადგან აიპია კანონი აბსოლუტურად ითვალისწინებს, პიროვნულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ ის საკითხი გახდა ყველას სალაპარაკო. თუ რამე დარღვევა იყო, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ, დამნაშავე რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ თუ რამეს ვაბრალებთ, აუცილებლად უნდა ვეცადოთ ხოლმე… ბევრი გრანტებზე მონადირე ადამიანი ვნახე, თუ რამე დარღვევაა, უნდა გამოსწორდეს. შეხედეთ რა ხდება, ნინოწმინდაში და საერთოდ, ჯავახეთში, ეს ერთ-ერთი მცირე ადგილთაგანი იყო სადაც ქართული სიტყვა ისმის. გაერტოს ბავშვთა ფონდი მუშაობს მაგ საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაცია ვორდ ვიჟენი, სახელმწიფო ჩართულია და ჯანდაცვის სამინისტროდან სოციალური მუშაკების ჯგუფია და ჩენც, საპატრიარქოს წარმომადგენლები. თუ რამე ფუჭდება, დროზე უნდა გამოვასწოროთ. სისულელეს რომ ლაპარაკობენ, მაცივარში გვამები… პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, მასეთ დაწესებულებაში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა, მთავარია შეგნება. მე წამორტყმასაც არ მივესალმები. როდესაც გაუპატიურებაზე საუბრობენ, ფაქტი ხომ უნდა იყოს. თუ ასეთი ფაქტი არსებობს, უმკაცრესად დაისჯებიან. ციხეშიც კი, როდესაც აუპატიურებდნენ, იგივეს უკეთებდნენ. 2018 წელს იყვნენ შესულები სახალხო დამცველის წარმომადგენლები. როდესაც მათ მოიარეს ყველაფერი, მეუფე სპირიდონმა ჰკითხა, თქვენ ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიგაჩნიათ თუ არაო, იმათ უთხრეს – არაო. მეუფე სპირიდონისთის ეს ყოველთვის ცოდვად დარჩება, თუ სახელმწიფოს კონსტიტუაციას უყურებს, ჩენ 10 მცნება გვაქვს და ნებისმიერი სიძვა არ შეიძლება რა ფორმითაც არ უნდა იყოს. 2016 და 2018 წელს თუ დარღვევები იყო, ხომ შეიძლებოდა საპატრიარქოში გვცოდნოდა, ეს ამბავი ჩვენამდე არ იყო მოტანილი. მეუფე სპირიდონს უნდოდა, იქ ქართულ სიტყვასა და ქართულ სულს ეცხოვრა, მაგრამ არიან ადამიანები, შორსაც არ იყურებიან. ეკლესიას ასე რომ უტევთ ამ არჩევნების წინ და ამდენი რუსული პარტია შემოდის, ხო ხედავთ ხალხში აცხადებდნენ, სახალხო დამცველი გაუშვითო. (მთავარ არხს უთხრა ეს) დამნაშავე ვინც არის, ბოლომდე დავსაჯოთ. ცოდო არ არის ბავშვი? თუ არ შეგიძლია საქმის კეთება, წადი, სხვა საქმე აკეთე. – განაცხადა მეუფე იაკობმა

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close