დღის ამბები

კისისხევში სატყეო ფონდიდან ამორიცხული მიწა აუქციონზე იყიდება ?!

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისიხევის მიმდებარე ტერიტორია 20 ჰექტარი, რომელიც სატყეო ფონდ წარმოადგენდა, სახელმწიფომ სატყეო ბაზიდან ამორიცხა და მის აუქციონზე გაყიდვას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას სოფელ კისისხევის ერთ ერთი მკვიდრი ფეისბუქიზე ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული ადგილები: ღვთაების ეკლესიის მიმდებარე ტერიოტირა, “გასაყრის” მიმდება ტერიტორია და ბახუტაანთ კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფოს გამოაქვს აუქციონზე გასაყიდად!!!!!!
რის შედეგადაც სოფელი დაკარგავს, უამრავ საძოვარ ადგილს, უძველეს ისტორიულ ძეგლებს და ტყეში შესასვლელ რამდენიმე გზას !
ფოტოებზე მოცემულია ის ადგილები რის გასხვისებასაც აპირებენ, საერთო ჯამი ფართობის 20 ჰექტარია
ესეც მცირეოდენი დასტური , ეს არის ამონაწერები, რომლებიც ცოტახნის წინ გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში, მანამდე კი იყო სატყეო ფონდში, მოგეხსენებათ სატყეო ფონდს გაყიდვის უფლება არ აქვს, ამიტომ ცოტახნის წინ მესაკუთრე შეიცვალა და სახელმწიფოს დაურეგისტრირდა“- აცხადებენ კისისხევის მაცხოვრებლები

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close