დღის ამბები

სოფელ ვეჯინში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

სოფელ ვეჯინში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გალავანს დაეჯახა.
დაშავდა  მოზარდი,  რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close