დღის ამბები

ამ ეტაპზე საქართველოში 918 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 918 პირი, მათ შორის, თბილისში – 449, აჭარაში – 93, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 9, იმერეთში – 16. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 367 – თბილისში, 270- აჭარაში. 10 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 62, ხოლო აჭარაში – 9. სულ 6 ოქტომბრიდან – 18 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 678 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 491 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 872 პირი, აჭარაში – 1 436, იმერეთში – 1 613.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 333 601 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 313 651, გარდაიცვალა 4 519 პაციენტი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close