დღის ამბებიყვარელი

ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი მორიგ გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენა, რომლის სახელწოდებაა – “სახელმწიფო ბანკი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში”, დღეს გაიხსნა და 31 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენის ფარგლებში, მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიას. ასევე, დაათვალიერონ შესაბამისი პერიოდის ფოტო, საარქივო და პრესის მასალები.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში, რუსთაველის #10-ში მდებარეობს და ვიზიტორებს ყოველი კვირის ხუთშაბათიდან – ორშაბათის ჩათვლით, 10:00 -17:00 საათამდე მასპინძლობს. მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის უფასოა. აღსანიშნავია, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მუზეუმში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close