დღის ამბები

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00-05:00 საათამდე იმოქმედებს

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00-05:00 საათამდე იმოქმედებს

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00-05:00 საათამდე იმოქმედებს, – შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

„მოქალაქეებს მივმართავთ, რომ რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება გამკაცრდება, ანუ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც პირებს თუ ორგანიზაციებს ჰქონდათ, ანუ მათ უფლების მოპოვება თავიდან არ დასჭირდებათ“, – განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება 1 ივნისს შესაძლოა კიდევ გადაიხედოს.

უკვე 6 თვეზე მეტია საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close