დღის ამბები

ახმეტაში 2021 წლის მარტის თვეში დახმარება 132 ბენეფიციარს გაეწია

ახმეტაში 2021 წლის მარტის თვეში დახმარება 132 ბენეფიციარს გაეწია

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის მარტის თვეში დახმარება გაეწია 132 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 48 114 ლარი კერძოდ:
?ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 79 ბენეფიციარს – 31 254 ლარით;
?დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 9 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 3 800 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
?,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 7 ბენეფიციარი – 4 640 ლარით;
?პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (5 ოჯახი) 900 ლარი;
?მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (7 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 700 ლარი;
?პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 4 ბენეფიციარზე 800 ლარი;
?95 წელს გადაცილებულ 5 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება 750 ლარის ოდენობით;
?დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი 770 ლარით;
?ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცა 2 ბენეფიციარზე – 3 000 ლარის ოდენობით;
?ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება გაიცა 3 ბენეფიციარზე – 1 500 ლარის ოდენობით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close