დღის ამბები

კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის შედეგებს ითვლიან.

კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის შედეგებს ითვლიან.

გუშინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით დაზარალებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები – ჭანდარი, ძირკოკი და ვეჯინი. განადგურებულია ვენახი, ხეხილი და ერთწლოვანი კულტურები. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მოგლეჯილია ხეები. დაზარალებულ სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები გუშინ გვიან ღამემდე გრძლდებოდა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს. შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close