დღეიდან საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი იწყება. მათთვის, ვისაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა. მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირება ნებისმიერ დაწესებულებაშია შესაძლებელი პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
Home დღის ამბები საზოგადოება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დაიწყო