კახეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით კი, ბოლო 24 საათში “კოვიდ 19” 549 ადამიანს დაუდასტურდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 535 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 665 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 870 PCR ტესტით. გამოჯანმრთელდა 1 439 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 302 428-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 24 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 ადამიანი ემსხვერპლა.